Monday, December 24, 2012

მესტია-ზემო სვანეთი




მაღალმთიანი რეგიონების განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს. ზემო სვანეთის რეგიონი, ტურისტებისათვის მიმზიდევლი ადგილია მისი უნიკალური ბუნებისა და უძველესი ისტორიული ძეგლების გამო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად, მესტიის განვითარების მიზნით. რეგიონს გააჩნია  მახასიათებლები, რომლებიც მხოლოდ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში გვხვდება, კერძოდ, ზაფხულის სათხილამურო ტრასა, აქედან გამომდინარე, უშბის ზეგანზე, რომელიც აკმაყოფილებს ოლიმპიურ მოთხოვნებს, შესაძლებელია 5-6 წელიწადში მოეწყოს ათი მაღალი დონის სათხილამურო კურორტი.
მესტიის ახალ აეროპორტს გააჩნია შესანიშნავი მდებარეობა და განვითარების საინტერესო პერსპექტივები. აღნიშნულ აეროპორტში შესაძლებელია ყოველდღიური ფრენების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს მესტიისა და უშგულის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებად ჩამოყალიბებას. ამასთან, აეროპორტი  ერთმანეთთან დააკავშირებს სვანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებ

სვანეთი იზიდავს ბევრ მოგზაურს, როგორც კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა. განთავსების საშუალებათა განსაზღვრული რაოდენობა უზრუნველყოფილია იქაური მაცხოვრებლებით. სასტუმრო სახლები სოფელ უშგულში, მესტიაში, ჯაბეშში. მაზერში და სხვ. ძირითადი მომსახურე პერსონალი დაკომპლექტებულია იქაური მაცხოვრებლებით.

No comments:

Post a Comment