Monday, December 24, 2012

სამცხე-ჯავახეთი




სამცხე-ჯავახეთის მხარემხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს.

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:


 ბორჯომი, ძირითადად წარმ ოდგენილია კურორტების სახითაქაა როგორ სამკურნალო, ასევე ზამთრის ცნობილი კურორტები.
მინერალური წყალი ბორჯომი XIX -ის 40-იან წლებიდან სამკურნალოდ გამოიყენება. აქ სამკურნალო ფაქტორად სასარგებლო კლიმატიც მოქმედებს.
ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია კლიმატურ-ბალენეოლოგიური კურორტების ჯაჭვიდაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, ლიკანი, ბაკურიანი, ციხისჯვარი, ჩითახევი. ბორჯომის რაიონი წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ზამთრის კურორტითბაკურიანით. კურორტი მდებარეობს ზღ. . 1700 -ზე. მისი ჰავა და რელიეფი ზამთრის სპორტის განვითარების იდეალურ პირობებს ქმნის

ბაკურიანი, ზამთარში "სპორტული დედაქალაქი" ხდება, ჩამოსულებს დააინტერესებს სამთო - სათხილამურო ტრასები, საბაგირო გზები, სპორტული და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ბაზები.
 ბორჯომის რაიონი გამორჩეულია თავისი ბუნებით. ამასთანავე აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლებია. ბორჯომის ხეობაში 200-ზე მეტი ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ტაძრისის, ნეძვის, კვირიკეთის, ტიმოთესუბნის, ქვაბისხევის, ლიკანის, ჩითახევის ("მწვანე") მონასტრები, აგრეთვე სლესის, პეტრეს, გოგიას, ახალდაბის ციხეები, თორის პლატოს ნასოფლარები და სხვ. .
საუკეთესო ადგილებია ჯიპ ტურებისათვის.
http://car-rent.ge/ka/saqartvelos-shesaxeb/samtskhe-javakheti-borjomi-akhaltsikhe-akhalkalaki.html

No comments:

Post a Comment