Monday, December 24, 2012

სამეგრელო





სამეგრელოს საკურორტო პოტენციალი წარმოდგენილია კლიმატურსაკურორტო (მთის, ზღვის ჰავა), პლაჟურსაკურორტო (ზღვის წყალი, ქვიშა, მზის ნათების ხანგრძლივობა), ჰიდრომინერალური (თერმული და მინერალური წყაროები) რესურსებით. მათ ბაზაზე საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო საკურორტო მეურნეობა, რომელიც სიმძლავრით და განვითარების დონით ჩამოუვარდებოდა აფხაზეთისა, აჭარის და ბორჯომბაკურიანის საკურორტო რაიონებს 


ღირსშესანიშნაობები


სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული: საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები. ხოლო შუასაუკუნეობრივი აღმშენებლობა უმთავრესად საეკლესიო ნაგებობითაა წარმოდგენილი.
უძველეს მონასტერთა შორის აღსანიშანავია მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერი, რომელიც X საუკუნეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, ხოლო ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. “ქართლის ცხოვრებისცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.

http://car-rent.ge/ka/saqartvelos-shesaxeb/samegrelo-poti-senaki-zugdidi.html

No comments:

Post a Comment