Monday, December 24, 2012

კვლევა:სწრაფად მზარდი სექტორი




ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით გაგრძლებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირშესანიშნაობებით.
საქართველოში ტურიზმის განვითარების ნათელი მაგალითია აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპირორეგიონში მოქმედებს პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ან გახსნის პროცესშია. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს აჭარის რეგიონმა უმასპინძლა საქართველოში ჩამოსული ტურისტების 85%-.
2009 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობამ შეადგინა 1.500,000  (16%-იანი ზრდა წინა წელთან შდარებით). 2010 წელს აღნიშნულმა ციფრმა შეადგინა 2 მილიონზე მეტირაც წინა წელთან განსვავებით 36%-ინ ზრდას წარმოადგენს.
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ტურიზმის სექტორში 2009 წელს შეადგინა 132 მილიონი აშშ დოლარი. 2004 წლიდან მოყოლებული (147 მილონი აშშ დოლარიდანტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა და შეადგინა 470 მილიონი აშშ დოლარი 2009 წელს.
 http://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=80&lang_id=GEO

No comments:

Post a Comment