Monday, December 24, 2012

ბათუმი









ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. . დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედროვე სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1.5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები.

კურორტი ბათუმიმნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ტურისტული და კულტურული ცენტრია. ქალაქს ემსახურება აეროპორტი, საზღვაო, სარკინიგზო და ავტოსადგურები. ბათუმის მშვენებას წარმოადგენს შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი დასვენებისა და კულტურის ზღვისპირა პარკი - ფერადი მუსიკალური შადრევნით, საჩოგბურთო კორტებით, საზაფხულო კაფე-ბარებით. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია სასტუმროები.
 http://car-rent.ge/ka/saqartvelos-shesaxeb/adjara-batumi-kobuleti.html

No comments:

Post a Comment