Monday, December 24, 2012

აჭარის კურორტები



კურორტი ~მწვანე კონცხიწარმოადგენს აჭარის მარგალიტს. აქ გაშენებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს დამსვენებელი და თითქმის მთელი დღე დატვირთულია ტურისტებით. აქ ყველა პირობაა ზღვაზე და ბუნებაში დასვენებისათვის.

კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით მე-19 კმ -ზე, გაშენებულია ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთები ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან კონცხს, რომელიც პლაჟს ყოფს ორად: სამხრეთად (პლაჟი საკმაოდ ფართო ქვიშიანია, მზე ხანგრძლივად დაჰნათის, სანაპირო ღრმაა) და ჩრდილოეთად (პლაჟზე ნაპირები თხელია და ბანაობა ყველასათვის მისაწვდომია). კურორტი ზღვიდან 60-90 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული, მის მიდამოებში მდებარეობს უძველესი, მე -6 საუკუნეში აშენებული ~პეტრა - ქაჯეთისციხე. კურორტის მთავარი ფაქტორია ზღვისა და მზის აბაზანები.

კურორტი ქობულეთი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, ბათუმის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 5 მეტრ სიმაღლეზე. ქობულეთის მშვენებას წარმოადგენს წვრილ-ქვიშიანი ზღვისპირა პარკი. დამახასიათებელია მზის უხვი რადიაცია, რომელიც კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიისათვის

კურორტი ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, მდებარეობს ზღვის დონიდან 1830 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები.  


http://car-rent.ge/ka/saqartvelos-shesaxeb/adjara-batumi-kobuleti.html

No comments:

Post a Comment