ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უპირველესი გაცხადებული პრიორიტეტია.
ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა 72 პროცენტით გაიზარდა
ივნისში საქართველოს 390 808 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2011
წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 72 პროცენტით მეტია. ამ
მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
2012 წლის ივნისში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ
ვიზიტორთა შესახებ არსებული სტატისტიკურ მონაცემების
თანახმად, აქტიურობენ ახლო და მეზობელი ქვეყნების
მოქალაქეები - 145 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორების
რაოდენობა თურქეთიდან, 56 პროცენტით - უკრაინიდან.
100 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან,
35 პროცენტით - სომხეთიდან, 32 პროცენტით - აზერბაიჯანიდან, 68
პროცენტით - ირანიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან
ჩამომსვლელთა რაოდენობამ კი ივნისში უკრაინისა და ირანის
მაჩვენებლებს გადააჭარბა.
შსს-ს ცნობით, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რუსეთის
მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად
დაწესების შემდეგ, საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტების
როდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც 2012 წლის ივნისში, წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100-პროცენტიან ზრდაში
გამოისახა.
რაც შეეხება 2012 წლის პირველ 6 თვეს, ქვეყანა სულ 1 690 493
ვიზიტორმა მოინახულა. ამასთან, იმავე 6-თვიან ინტერვალში
ვიზიტების რაოდენობის ყოველთვიური 53-პროცენტიანი ზრდა
ფიქსირდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, 2012
წელი ყველაზე დინამიკურია ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის
განვითარებაში.
http://24saati.ge/index.php/category/business/2012-07-02/30237
No comments:
Post a Comment