ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უპირველესი გაცხადებული პრიორიტეტია.
ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა 72 პროცენტით გაიზარდა
ივნისში საქართველოს 390 808 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2011
წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 72 პროცენტით მეტია. ამ
მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
2012 წლის ივნისში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ
ვიზიტორთა შესახებ არსებული სტატისტიკურ მონაცემების
თანახმად, აქტიურობენ ახლო და მეზობელი ქვეყნების
მოქალაქეები - 145 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორების
რაოდენობა თურქეთიდან, 56 პროცენტით - უკრაინიდან.
100 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან,
35 პროცენტით - სომხეთიდან, 32 პროცენტით - აზერბაიჯანიდან, 68
პროცენტით - ირანიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან
ჩამომსვლელთა რაოდენობამ კი ივნისში უკრაინისა და ირანის
მაჩვენებლებს გადააჭარბა.
შსს-ს ცნობით, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რუსეთის
მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად
დაწესების შემდეგ, საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტების
როდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც 2012 წლის ივნისში, წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100-პროცენტიან ზრდაში
გამოისახა.
რაც შეეხება 2012 წლის პირველ 6 თვეს, ქვეყანა სულ 1 690 493
ვიზიტორმა მოინახულა. ამასთან, იმავე 6-თვიან ინტერვალში
ვიზიტების რაოდენობის ყოველთვიური 53-პროცენტიანი ზრდა
ფიქსირდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, 2012
წელი ყველაზე დინამიკურია ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის
განვითარებაში.
http://24saati.ge/index.php/category/business/2012-07-02/30237
ტურიზმი საქართველოში
mancho arveladze
Friday, January 25, 2013
Monday, December 24, 2012
რაჭა-ლეჩხუმის უნიკალური მემკვიდრეობა
მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ა. შ.
საქართველოს
ისტორიული და კულტურული წარსული რომ ვაზთან, ვენახთანაა დაკავშირებული, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ყოველივე ამას უმალ იგრძნობს ადამიანი, როდესაც თუნდაც ერთხელ ეწვევა საქართველოს ამ ლამაზ კუთხეებს და იქაურ ღვინოებს - “ხვანჭკარას”, “ალექსანდრეულს”, “ოჯალეშს” ან “თეთრას” დააგემოვნებს. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო “ხვანჭკარა”, რომელსაც ადრე რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშისაგან ამზადებდნენ.
ისტორიულ - ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს XI საუკუნის ნიკორწმინდისა და
XVIII საუკუნის ბარაკონის ტაძრები. რაჭა – ლეჩხუმი (ამბროლაური, ონი, ლენტეხი)
Subscribe to:
Posts (Atom)